თეგებით ძიება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებდა და მრევლს 20 თებერვალს დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ა.წ. 20 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვალის, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართება საქველმოქმედო გალა კონცერტი - ,,მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისათვის“.

„ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს.

გალა კონცერტში   ნინო სურგულაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ:  სპეციალური სტუმარი სუმი ჯო- სოპრანო ( ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინანტი),გია გაგნიძე, ლადო ათანელი, ოთარ ჯორჯიკია, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი (მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით) თბილისის ქალთა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული), თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სხვა მონაწილენი.

სპეციალური სტუმარი იქნება მაესტრო ჯუზეპე საბატინი“, - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა