"ქართველი სინათლეა. მომეცით საქართველოს მოქალაქეობა, ქართველად ვგრძნობ თავს, ქართველი ვარ!!!" - კვარას გამო იტალიელ ჟურნალისტს ქართველობა მოუნდა
იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი იტალიელ კოლეგაზე წერს, რომელმაც "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის გამო, საქართველოს მოქალქეობა და ქართველობა მოუნდა.
"ქართველი სინათლეა.
მომეცით საქართველოს მოქალაქეობა, ქართველად ვგრძნობ თავს, ქართველი ვარ!!! - ჩემი მეგობარი სპორტული ჟურნალისტი, კვარას მორიგი სასწაული გოლის შემდეგ", - წერს ნინა მამუკაძე-სორდინი.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ხვიჩამ "ნაპოლის" რიგებში მორიგი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.