თეგებით ძიება

"კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება, ჩემი და თქვენი ოჯახების სიმშვიდე ბიძინას მხრებზე დგას" - ხათუნა ხოფერია ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ბიზნესმენ, ბიძინა ივანიშვილს დაბადებს დღეს ულოცავს.

"ასე ვიტყვი, ახლაც და კიდევ მრავალჯერ:შენ გაგიმარჯოს, ბიძინა!არც ფოტო მაქვს მასთან გადაღებული, შეხვედრითაც სულ 2- ჯერ შევხვდი. არც დავუსაქმებივარ და არც მითხოვია მისთვის არაფერი. არც ვაპირებ!.. მაგრამ მაქვს უდიდესი ნდობა მის მიმართ და რწმენა, რომ ჩემზე ნაკლებად არ უყვარს ჩვენი საერთო სამშობლო. ასე მოხდა, ასეთი რეალობა შექმნეს მტრებმა, რომ დღეს, საქართველოს კეთილდღეობა, საქართველოს ფიზიკური გადარჩენა, კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი და თქვენი ოჯახების სიმშვიდეც კი, ბიძინას მხრებზე და გამძლეობაზე დგას!ჩემი მადლიერება, პატივისცემა და ერთგულება იუბილას!მრავალჟამიერ!“, - წერს ხათუნა ხოფერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა