თეგებით ძიება

სატვირთო ავტომანქანაში 18 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ, დაღუპულები შეშის ქვეშ იმალებოდნენ - რა მოხდა ბულგარეთში?

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მახლობლად, სატვირთო ავტომანქანაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან.

არსებული ინფორმაციით 14 ადამიანი ცოცხალი იპოვეს, თუმცა 8 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

ბულგარეთის პოლიციის ინფორმაციით, სატვირთოში სულ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შეშის ქვეშ იმალებოდნენ.

სატვირთოს მძღოლმა გაქცევა მოახერხა. მიმდინარეობს ძებნა და საგამოძიებო მოქმედებები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა