თეგებით ძიება
18. 02. 2023 მსოფლიო

თუ პუტინი მოიგებს, ეს იქნება სიგნალი ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ უნდა დაიწყო ომი, თუ გინდა, მიაღწიო შენსას - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ  მშვიდობის დამყარების ერთაერთი გზა რუსეთის დამარცხებაა. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში გრძელდება.ჩვენ შეიძლება ვიყოთ გაოგნებულები მისი სისასტიკით, მაგრამ არა გაკვირვებულები. რუსეთი მსგავსი აგრესიით მოქმედებდა ბოლო რამნდენიმე წლის განმავლობაში, ნატო და მისი მოკავშირეები კი ფლობდნენ ზუსტ ინფორმაციას საკუთარ დაზვერვაზე დაყრდნობით. მრავალი თვის განმავოლობაში ვცდილობდით, რომ რუსეთი დიპლიმატიაში ჩაგვერთო და ომის დაწყებამდე რამდენიმე დღის წინ, ზუსტად ამ ტრიბუნიდან გავაფრთხილე პუტინი, რომ უფსკრულის პირას იდგა. მაგრამ მიუხეავად ჩვენი მოწოდებებისა, მან ომის დაწყება არჩია. ახლა პუტინი არ აწყობს გეგმებს მშვიდობის მისაღწევად. ის აწყობს გეგმებს უფრო მეტი აგრესიისთვის. ახალი შეტევებისთვის. არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ მან თავის ამბიციებზე უარი თქვა. ბევრი თვლის, რომ ჩვენ მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება მოიცავს იმის რისკს, რომ მოხდება ესკალაცია. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: რისკისგან სრულიად თავისუფალი ვარიანტები არ არსებობს, მაგრამ ყველაზე დიდი რისკია, თუ პუტინი მოიგებს. თუ ის მოიგებს, ეს იქნება სიგნალი როგორც მისთვის, ასევე სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ უნდა დაიწყო ომი, თუ გინდა მიაღწიო შენსას", - თქვა სტოლტენბერგმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა