თეგებით ძიება

ასე თუ გაგრძელდა, ალბათ რამდენიმე მისვლა დამრჩა და აღარ დამხვდება - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ თუ მოვლენების ასე გაგრძელების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ასე თუ გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება. ნამდვილად ასე იქნება, ადამიანის კილოგრამების რაოდენობა განსაზღვრულია და ყოველდღე თუ დაკარგა 1 კგ რაღაც დროის მერე უნდა გაჩერდეს, თორემ მოკვდება ადამიანი...

ლინჩის წესი ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. თუ სასამართლომ გაასამართლა ის და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა არ მიუსჯია მისთვის და გამოდის, რომ სიკვდილი აქვს მისჯილი. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი...

აქედან მივმართავ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ყველას და ვამბობ, რომ ჩემი აზრით, თუ უცხოეთში არ მიიღებს მკურნალობას, ამ ადამიანის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, აუცილებლად გარდაიცვლება თუ არაფერი არ შეიცვლება. ეს ძალიან ცუდი იქება ყველასთვის... გაიგონეთ ადამიანებო, რომ ეს ადამიანი კვდება და მისი სიკვდილი ჩვენთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ცუდი იქნება, ვიდრე მისთვის თვითონ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა