თეგებით ძიება

გეგულებათ მსოფლიოში მსახიობი, რომელსაც თვეები სიცხე ჰქონდეს და წონის ნახევარი დაიკლო? - გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოში სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდა. 

„ვუსმინე და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ, რომ ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის არის დიდი მსახიობი თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე? გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ ჰქონდეს თვეები სიცხე, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია და ბოლოს, რომ  მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო? სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო... უკაცრავად, ვის უნახია მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ვიყავით მოწმე ამისი, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია“ - განაცხადა ალასანიამ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა