ყველაზე მეტად რომ მეძვირფასებოდა ის ნივთი მინდა გაჩუქო - რა აჩუქა გია ჯაჯანიძემ დათი ქოქრაშვილს? (ვიდეო)
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ტელეწამყვანმა, გია ჯაჯანიძემ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“, საჩუქარი გადასცა.
„როცა ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ შენ ჩვენთან გადაცემაში უნდა მოსულიყავი, გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი პირადი ნივთი მეჩუქებინა შენთვის.
მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, რომ ვიღაც გავახარო, რაიმე ვაჩუქო…
ყველაზე მეტად რომ მეძვირფასებოდა ის ნივთი მინდა გაჩუქო.
საბერძნეთში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, ვიყიდე ეს მედალიონი, რომელზეც გამოსახულია წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი,“ – აღნიშნა ჯაჯანიძემ.