მიხეილ სააკაშვილთან "ვივამედში" ომბუდსმენის კონსილიუმი შევიდა
კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, მისი მოადგილე და კონსილიუმის წევრები დაახლოებით შევიდნენ. ისინი ექსპრეზიდენტთან 1 საათია იმყოფებიან.
მედიკოსები, სავარაუდოდ, პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს კვლევებს უტარებენ.
აღსანიშნავია, რომ 10 თებერვალს მესამე პრეზიდენტმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თავად მიმართა და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლა ითხოვა. ექიმები მიხეილ სააკაშვილთან ბოლოს 4 დეკემბერს იმყოფებოდნენ.