"აღშფოთებული მიყვება, როგორ უშლის სარეცხის მანქანა ნერვებს, რომ ამის მოთმენას არ აპირებს! ვერ გაიგო, საიდან ჩუხჩუხებს..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ფრენდისგან" მიიღო შეტყობინება, სადაც მეგობარი უყვებოდა, თუ როგორ უშლის სარეცხის მანქანა ნერვებს.
"უსაყვარლესი ფრენდისგან მომდის მესიჯი, ხმოვანი. ვხსნი და აღშფოთებული მიყვება, როგორ უშლის სარეცხის მანქანა ნერვებს, რომ ამის მოთმენას არ აპირებს და აუცილებლად ხელოსანს გამოუძახებს! ვერ გაიგო, საიდან ჩუხჩუხებს და როცა საჭიროა, რატომ არ ჩუხჩუხებს. განდიდების მანია რომ აქვს და ოთახში შედის და მძინარეს თავზე ადგება დოინჯით და ხრიალებს... მეუთხარი, შენ ჩემი მტვერსასრუტი არ იცი რა გაუზრდელია, ეს არამკითხე ესა, რასაც დაინახავს ეცემა და სრუტავს, გარჩევა არ იცის, ღორებს დავუყარე მარგალიტი, თუ მას! ახლავე გამოვკუჭავ და მარგალიტებს დავიბრუნებ, მეუთხარი.
ხოდა ქმარს სწერდა თურმე", - წერს ფანჯიკიძე.