თეგებით ძიება

თავისუფლება მიშას! მიშა! მიშა! - მსჯავრდებული პრეზიდენტის მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობას მართავენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან „ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებენ: „თავისუფლება მიშას! მიშა! მიშა!“

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა