ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6385 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6386 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0001 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8198 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8077 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1398 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.1736 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 თებერვლიდან შევა ძალაში.