თეგებით ძიება

ჩვენს ახალგაზრდებს უნდა „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, ბიძინა ივანიშვილი „ადნაკლასნიკებს“ გვაჩეჩებს - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას „ადნაკლასნიკებს“ აჩეჩებს.

მისივე თქმით, საერთო მიზნის გარშემო ქართველი ხალხის კონსოლიდირება და გაერთიანება უნდა მოხდეს.

„ყველგან პროტესტი იქნება, ცხადია მთავარი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მოქალაქეების კეთილდღეობა იქნება. ჩემო ძვირფასებო, პირობას გაძლევთ, რომ პოლიტიკოსებიც იძულებულები გახდებიან ქართველ ხალხთან ერთად იყვნენ. მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობს პარალელური აქცია. იცით, რომ ფეიგინის ინიციატივით, მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში აქცია იმართება, ვინც საქართველოში პუტინის პირადი მძევლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას აპროტესტებს. მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ქართველი ხალხი არ დანებდება. ქართველი ხალხი უკრაინის მხარეს არის და ბოროტების მხარეს არ არის. ქართველი ხალხი პუტინის მსახური არ არის და ქართველი ხალხი ბრძოლას გამარჯვებამდე აპირებს!“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა