„სააკაშვილს მხოლოდ მარია ზახაროვას ამ ბოლო განცხადების გამო გავუშვებდი…“ - რას წერს გია ხუხაშვილი?
ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელმაც „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ „შოუ „შუშის მიღმა სააკაშვილთან ერთად“ სულ უფრო საინტერესო ხდება“.
„სააკაშვილს მხოლოდ მარია ზახაროვას ამ ბოლო განცხადების გამო გავუშვებდი…
არ უღირს ამ ქვეყანას ერთი კაცის პატიმრობა საყოველთაო სირცხვილად…“- წერს ხუხაშვილი.