თეგებით ძიება

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საპარლამენტო უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის წევრები არიან „ხალხის ძალიდან“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. რა თქმა უნდა, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.

თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება“ , - აცხადებს მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა