თეგებით ძიება

"ამ პატარა ბიჭის ამბავმა სამყარო უფრო კეთილი, ფერადი, ძლიერი გახადა მასავით...დათიკო გმირია!" - მასწავლებლის ემოციური პოსტი დათიზე

2022 წელს თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილის მასწავლებელი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც დათის სკოლაში დაბრუნებას ეხმაურება. 

"ასე მგონია, ამ პატარა ბიჭის ამბავმა სამყარო უფრო კეთილი, ფერადი, ძლიერი გახადა მასავით და ყველა ერთად დაგვარწმუნა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სიყვარული გადამდებია, რომ, რომ, რომ.... აღარ ვიცი როგორ ვთქვა...

დღეს სკოლაში დაბრუნდა დათიკო...

ეს ჩემი სკოლაა...

ჩვენ აქ ყველაზე კარგდ სიყვარულს ვასწავლით ბავშვებს

დათიკო გმირია!

მისი დედიკო და მამიკოც გმირები!

ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე", - წერს პედაგოგი.

შეგახსენებთ, რომ ავარიის შემდეგ დათი თვეების განმავლობაში ჯერ ისრაელში მკურნალობდა, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსს გერმანიაში გადიოდა. ბავშვი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა