დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს - ლევან ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტია ხსნის ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, რომელიც ასევე იქნება ორგანიზაციის ოფისი.
"დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ბროსეს 6 ნომერში, რომელიც, პარალელურად იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ცენტრალური ოფისი და შესაბამისად, ჩვენ მომხრეებს, რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს ხოლმე, მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე გამარჯვების რუსულ ოცნებაზე", - თქვა ლევან ხაბეიშვილი.
მისი თქმით, პარტიის Facebook გვერდზე დაიდება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ.