თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის პროთავისი - გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია "ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია.

"მე ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. რა თქმა უნდა, ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და ეს არის სწორედ მიუღებელი, როცა დამალული ადამიანი, კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, ესაა კრიტიკული ხაზი.

მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი. ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ უბრალოდ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა