თეგებით ძიება

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო-უკრაინას შორის მეგობრობა და პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია.

„ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინას, უკრაინელ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა. ძალიან დიდი უბედურებაა, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი და გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მეგობრობა და პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი. ეს უნდა იყოს ორმხრივი. გულდასაწყვეტია, რომ გაუგებარი მიზეზებით, თუნდაც ავიღოთ ელჩის გაწვევა, არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა