თოვლში მანქანით ერთი კაცია მოყოლილი - ახალი ცნობები ცაგერიდან, სადაც ზვავი ჩამოწვა
ცაგერში, სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა.
არსებული ცნობით, მთის მასის ქვეშ, ერთი მოქალაქეა მოყოლილი.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები და ტექნიკაა მობილიზებული. შემთხვევა გუშინ საღამოს შვიდი საათისთვის მოხდა.
ცნობილია, რომ კაცი მანქანით მარტო გადაადგილდებოდა, ის სკოლაში მუშაობდა.