თეგებით ძიება

რა დაჯდა ჩემი შვილის მკვლელობა - გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა პროკურატურას მიმართავს

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, საქმეში იკვეთება სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობაც.

დღეს ოჯახის წევრებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

აქციაზე შეკრებილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ნათესავები იმ ექიმების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც 20 წლის სპორტსმენის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ.

ვახტანგ ჩარკვიანის სიკვდილში მისი ოჯახის წევრები სწორედ ექიმებს ადანაშაულებენ. 

"ვთხოვ პროკურატურას, რომ უმოკლეს ვადებში, პირველი ამოიღონ ის დოკუმენტაცია, რომელი დოკუმენტაციითაც დგინდება, რა დაჯდა ჩემი შვილის მკვლელობა. ვინაიდან, საქმე გვაქვს სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობასთან. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მასზედ რომ, მათ აქვთ უფლება, კონტროლი ახორციელონ იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებიც იხარჯება არა მარტო ამ კლინიკაში, არამედ სხვა კლინიკებშიც", - განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა. და ეს ყველაფერი არ არის.

შეგახსენებთ, ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.

 23 იანვარს პროკურატურამ საქმეზე ბრალი წაუყენა ექთანს. გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.

20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.  

წყარო: mtavari.tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა