ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6365 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.002 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8198 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1397 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 22 თებერვლიდან შევა ძალაში.