თეგებით ძიება

"ხათუნა ხოფერიამ აღიარა, რომ გრუ-ს აგენტია…" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ხოფერია და ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

ექსპერტი მიმოწერას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ხათუნა ხოფერიამ აღიარა, რომ გრუ-ს აგენტია…

აშკარად რუსული ფაშისტური რეჟიმის მანქანა ამოქმედდა საქართველოში და ამას ყველანი ვხედავთ. ბაიდენის ვიზიტმა ხომ საერთოდ გააგიჟა, სიკვდილის ბუზი რომ დააჯდათ, მიხვდნენ. 

ჩემი პოსტების კომენტარებიდან გამომდინარე, ვინ რას არ მაბრალებს, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია. დღეს საჯარო აღიარება (ფროიდის მეთოდოლოგიით) მივიღე ქალბატონ ხათუნა ხოფერიასგან, რომელმაც არაერთი ანტივაქსერული სტატია/პოსტი გამოაქვეყნა (ანტივაქსერი პროპაგანდისტები რომ რუსული გრუ-ს იარაღი არის, ეს უკვე დადასტურებულია არა ერთი მეცნიერული კვლევით) და არა ერთხელ “სიყვარულით” მახსენა პირდაპირ თუ ირიბად. დღეს კი მან აღიარა, რომ გრუ-ს აგენტია! მართლა არ მეგონა, რომ ასე იოლად "დაიწვავდა" თავს …. 

მიმოწერა იხილეთ თავად, ისიამოვნეთ.

Giorgi Pkhakadze: ვააა, ასეთი რუსული, ალბათ, სანამ ფაიზერი დაგავერბოვკებდათ მანამ ისწავლეთ.... გრუ-სთვის....

Xatuna Xoperia: ლვოვში სკოლაში ვსწავლობდი როცა თქვენ გრუ-ში ტრეინინგებს (подготовка) გადიოდით. ფროიდი მიყვარს (გამგები გაიგებს). ასე მარტივად როგორ “დაიწვით” და აღიარეთ რომ გრუ-ს აგენტი ხართ… ეს მე მართლა არ ვიცოდო. ალბათ საზოგადოება სათანადოდ დააფასებს თქვსნს აღიარსბას … спалились…", - წერს ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა