“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ბრუნდება?
“ნაციონალური მოძრაობა”, სავარაუდოდ, ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში ბრუნდება. ამის მიზეზად პარტიის წევრები ქართული ოცნების” რუსულ კანონს ასახელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოიკოტის შეწყვეტას ემხრობა ლევან ხაბეიშვილიც.
“ოცნებამ” იკადრა და პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც პრაქტიკულად არის წყალგამოყოფი, ექნება საქართველოს დასავლური კურსი თუ ისევ პრორურუსლ კურსს არჩევს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. არანაირი განსხვავება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის ხედვებში და ფრაქციის წევრებში არ არის. ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომ ფრაქციამ მიიღოს გადაწყვეტილება არა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის, არამედ ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით ენმ-მ, მიიღოს დებატებში მონაწილეობა და საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ანტიევროპული კანონის მიღება არ შეიძლება. ბოიკოტი არის პროტესტის ფორმა, ეს არ არის პერმანენტულად რაღაცის კეთებას და მხარ-თეძოზე წამოწოლას. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო ჩენ არ გვაძლევენ ევროპულ პერსპექტივას, ამ კანონის მიღების გამო ასევე არ მოგვცემენ ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ ფრაქცია ერთიანია ამ საკითხში”, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.