თეგებით ძიება
22. 02. 2023 ვიდეო

"გაუმარჯოს ფეხბურთს! ხვიჩა! თუ არ იცით, რა არის საფეხბურთო საქართველო - აი, ეს არის.. ღმერთო ჩემო, როგორი გოლია!" - კვარას პასმა რუსი კომენტატორი გადარია (ვიდეო)

"ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" თამაშით რუსი კომენტატორი აღაფრთოვანა.

კერძოდ, ქართველმა გარემარბმა ქუსლით კაპიტანს ბურთი გაუგორა, რომელმაც ის გოლში გარდასახა.

"როგორი სილამაზეა! კაპიტნური გოლი. გაუმარჯოს ფეხბურთს! ხვიჩა! თუ არ იცით, რა არის საფეხბურთო საქართველო - ეს არის ის: ყიფიანი, დარასელია, ქინქლაძე, არველაძე, ხვიჩა. სტუმართმოყვარე საქართველოს საუკეთო ტრადიციები. ღმერთო ჩემო, როგორი გოლია. მე ამ აპლოდისმენტებს ვუერთდები", - აცხადებს რუსი კომენტატორი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში "ნაპოლი" ფრანქფურტის "აინტრახტს" სტუმრობდა. მატჩის მსვლელობისას ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა. თამაში სტუმართა გამარჯვებით (2:0) დამთავრდა.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა