თეგებით ძიება

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არის პირველივე შემოყვირებაზე დანებდეს რუსეთს - გია ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მზად არის პირველივე შემოყვირებაზე დანებდეს რუსეთს. 

„იმპერიები სანამ პირდაპირ აგრესიაზე გადავლენ ამა თუ იმ ქვეყნის ოკუპაციის მიზნით, ისინი თავიდან მოქმედებენ ე.წ რბილი ძალის მეშვეობით, ეს გახლავთ დემოგრაფიული ექსპანსია, საინფორმაციო, კულტურული, ეკონომიკური და თუ ეს ყველაფერი შედეგს არ იძლევა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ისინი პირდაპირ აგრესიას და ამის სამოდელო ქვეყანა გახდა უკრაინა. სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ყველას გვახსოვს, თუ რა მეთოდებით ცდილობდა რუსეთი უკრაინის გაკონტროლებას. როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ მისი მეთოდები არ იყო ეფექტური, ამის შემდეგ გადავიდნენ ბოლო სტატიაზე ანუ პირდაპირ აგრესიაზე.

საქართველოსთან მიმართებით რბილ ძალას ისინი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყენებდნენ ამა თუ იმ წარმატებით, როდესაც დაინახეს, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა და ფაქტობრივად, ის ბლოკავდა ყველაფერ ამას, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პირდაპირი აგრესია, რასაც მოჰყვა 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის.

დღევანდელ მოცემულობაში ვხედავთ, ცხელი ომი არ არის, ხელისუფლება ამით ძალიან ამაყობს, მაგრამ სერიოზულ წარმატებას აღწევს რუსეთის იმპერია საქართველოსთან მიმართებით რბილი ძალით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ეს არის  - კულტურული ექსპანსია, საინფორმაციო  ექსპანსია, ხელისუფლების პოლიტიკის კორექცია მათთვის სასარგებლო მიმართულებით.

რუსეთს არ აქვს მიზნად, ჩვენ გვიყვარდეს, მაგრამ თუ შიში რუსეთის უძლეველობის მიმართ საქართველოში ძალიან მყარად გაიდგამს ფესვებს ეს მათთვის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი შედეგია და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ცნობილი გზავნილით „ომი გინდათ“ ფაქტობრივად ახერხებს, იმას რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მზად არის პირველივე შემოყვირებაზე დანებდეს რუსეთს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა