„მჯერა, რომ ისტორიას დაწერთ” - ხვიჩა კვარაცხელია ქართველ კალათბურთელებს ამხნევებს (ვიდეო)
ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს კალათბურთის ნაკრებს გულშემატკივრობს.
„მჯერა, რომ ისტორიას დაწერთ”, – ამბობს კვარაცხელია ვიდეოში, რომელიც სპეციალურად ჩაწერა.
ცნობისთვის, საქართველოს კალათბურთის ნაკრები 23 თებერვალს ნიდერლანდებს შეხვდება, ხოლო 26 თებერვალს კი ისლანდიასთან გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.