"ეს არის ჩვეულებრივ 18+ კადრები" - რას წერს თამო კეშელავა?
ჟურნალისტი, თამო კეშელავა თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრები ომის ვეტერანის და მისი მცირეწლოვანი შვილების ძალის გამოყენებით გამოსახლების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ადამიანს აქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ჭერის ქონის უფლება.
"ეს რა ვნახე! კარი ხომ შეამტვირეს, ყველაზე მიუღებელი ფორმით ხომ დაიწყეს გამოსახლება და სახლში რომ შევიდნენ, გამწარებულ კაცს ჯოხი ეჭირა ხელში და დადო, არ იფიქრონ დარტყმა მინდაო და პოლიცია წავიდა პროვოკაციაზე და ხელით შეეხო ადამიანებს.
გაჭირვებულ ოჯახს სახლი ხომ შეუნგრია, და ხელით შეეხო. ჯერ ერთს მოკიდა ხელი და გაწია, არადა არ იყო ამის საჭიროება, მერე მეორეს შეეხო ხელით და მერე ქალის კივილი ისმოდა, ხელს ნუ მკიდებო.
რატომ აკავებთ ადამიანებს ქურდული გარჩევების გამო? მათი მეთოდებით თუ მუშაობთ?
ადამიანს აქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ჭერის ქონის უფლება!
ეს არის ჩვეულებრივ +18 კადრები, არ შეიძლება ასეთ ძალადობას უყუროს არასრულწლოვანმა! შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოსახლების კადრები იყოს ისეთი საშინელი, რომ +18–ში გადიოდეს?", - წერს კეშელავა.
არსებული ინფორმაციით, მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა. იძულებით გასახლების პროცესში პოლიციაც იყო ჩართული, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.