ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6351 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0042 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7929 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8072 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1396 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 24 თებერვლიდან შევა ძალაში.