თეგებით ძიება

„პატარა ბავშვებით ნუ გველაპარაკება და წერილებს ნუ გვიგზავნის...“ - გახარია ივანიშვილზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ფარულად პატარა, მშიშარა ბიჭებს მართავს და ხალხს წერილებით ელაპარაკება. ამის შესახებ გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ივანიშვილი, როდესაც  ფარულად, კულუარულად პატარა, მშიშარა ბიჭებს მართავს და წერილებით გველაპარაკება, გველაპარაკება ამ ბიჭების ქაოსური, გაურკვეველი განცხადებებით, როდესაც გვეუბნება, რომ გვინდა საერთოდ ასეთი ევროპა - კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ რამეს, რაც არცერთ ხელისუფლებას, ამ ქვეყნის ისტორიაში არ დაუყენებია. ფაქტობრივად გვეუბნება - მშვიდობა ევროპაა თუ რუსეთია. ჩემთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, მშვიდობა ევროპაა. რუსეთთან პირისპირ დარჩენა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ომს. ვერასოდეს ვერ იქნება რუსეთი გარანტორი ჩვენი კეთილდღეობის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის. ისტორიას ეს არ ახსოვს. ისტორია ჩვენ გვეუბნება, რომ არსებობს რაღაც განსაკუთრებული მესამე გზა, ან მავნებელია, ან უვიცი. მე ვუშვებ,რომ შეიძლება ივანიშვილი ასე ფიქრობს, მაგრამ გამოვიდეს, პატივი სცეს  ქართველ ხალხს, რომელმაც მას დიდი ნდობა გამოუცხადა და რომელსაც მისი იმედი ჰქონდა, დაელაპარაკოს და ვიღაც, გაურკვეველი პატარა ბავშვებით ნუ გველაპარაკება და წერილებს ნუ გვიგზავნის“, - განაცხადა გახარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა