თეგებით ძიება

"ქრინჯვის" დღე გათენდა... ვეფხის ტყავით შევიმოსე, პეპელა ცხვირზე დამაჯდა, ლოკოკინებს სიყვარულისთვის საძინებელი მოვუწყვე, დასამალი კიდევ ბევრია" - რას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზოგიერთი მოგონება სირცხვილის გრძნობას უჩენს.

"რა მაგის პასუხია და ზოგიერთ მოგონებას რომ ამოაგდებს, ისე მრცხვენია, ისეთი ფარფატა, მურაბა პოსტებია, გეგონება ღრუბლებში ვცხოვრობ. სრულიად საკუთარ თავში ყოფნა კი იყო. როდის აღვიქვი, რომ მარტო არა ვარ, ერთხელ უნდა ჩავუჯდე და ეგ მომენტი გამოვიკვლიო.

რაც ვეფხის ტყავით შევიმოსე, მას მერე რამდენი პოსტიც ონლი მიზე გადავმალე, იმდენი სიცოცხლე მე და დასამალი კიდევ ბევრია! პეპელა ცხვირზე დამაჯდა, წყარო ლიცლიცებს, ლოკოკინებს  სიყვარულისთვის საძინებელი მოვუწყვე, გოჭები და ინდაურები თავისუფლად დანავარდობენ... ვაიმეეეე ... რანაირად მემეგობრებოდით? თქვენც ეგეთები ხართ ესეიგი, გარესამყარო თუ არ გაჯანჯღარებთ. ქრინჯვის დღე გათენდა", - წერს ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა