თეგებით ძიება

საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი და ცდილობს, გაამართლოს გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსული ომის დაწყებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გააკეთა და საქართველოს მთავრობაზე განაცხადა, რომ იზოლაციაში მოაქცია თავი.

"ამ მოცემულობაში არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ; რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი; რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. პუტინის ბრძანებით რუსული ჯარი უკრაინას თავს 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს. რუსულ აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა