თეგებით ძიება

"მოდიოდა ჯირკივით კაცი, გაყინული თვალებით, ტანკივით მოაპობდა ჰაერს. თვალებში მიყურებდა" - რა შეემთხვა მიტინგზე ნათია ფანჯიკიძეს?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისუფლების მოედანზე, მიტინგზე, გუშინ გაბრაზებულ კაცს შეხვდა.

"რა მაგის პასუხია და თავისუფლების მოედნის მხრიდან მივედი მიტინგზე გუშინ. მეგობრებისკენ მივიწევდი. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა ჯირკივით კაცი, გაყინული თვალებით, ტანკივით მოაპობდა ჰაერს. თვალებში მიყურებდა და ბრაზს ვგრნობდი მისგან.

მე კი ყოველთვის ცნობისმოყვარედ ვაკვირდები ბრაზს, რომელიც მომაწერეს. ვგრძნობ, რომ არ ფიქრობს ოდნავ მაინც შეირხეს, გზის დათმობის ჟესტი მინიშნებით მაინც დაეტყოს და მეც ვკოპირებ მის ქცევას, მასსავით უგრძნობლად მივდივარ მისკენ, თითქოს სიცარიელეში მივაბიჯებდე და ადამიანი ჰორიზონტზეც არ მოჩანდეს.  არც მე ვხრი თვალებს, ვათვალიერებ მის ბრაზიან სახეს. ამ უცნაური "ურთიერთობის" დასასრულს, რომელიც სწრაფადვე დადგა, ისე ახლოს ჩავუარეთ ერთმანეთს, უკანასკნელ წამს ავცდით დაჯახებას. არანაირი ენერგია, ისეთი ცარიელი იყო ამხელა სხეული, საერთოდ არ ჰქონდა ძალა.

ხოდა მივხვდი, რატომ იყო გაბრაზებული და როგორც კი მივხვდი, რომ ჩემზე არ იყო გაბრაზებული, მაშინვე გამიჩნდა დანაშაულის გრძნობა", - წერს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა საპროსტესტო აქცია გამართეს. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა - მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის გათავისუფლებაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა