"ცოლ-ქმარი შეიძლება შეადარო ორ მეგობარს ტანკში...ეს არის ოჯახური იდილიის მთავარი კანონი" - რას წერს ხატია სიჭინავა?
ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა ოჯახსა და ცოლ-ქმარს შორის შრომის გადანაწილებაზე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას წერს.
"ცოლ-ქმარი შეიძლება, შეადარო ორ მეგობარს ტანკში. დაახლოებით ასეთი სურათი რომ წარმოვიდგინოთ: ცოლი ყოველდღე ”იბრძვის”, რომ სახლი იყოს სუფთა, ბავშვები ნასწავლი, ჯანმრთელი, მაძღარი. ყველა და ყველაფერი ირგვლივ დალაგებული და ოჯახი გამართული და საათივით აწყობილი. ამ ”ბრძოლაში” ის იღლება ფიზიკურად და ემოციურად. და თუ ქმარი მას ეუბნება, რომ დაიღალა ამ ყოველდღიური რუტინით, ეს ჟღერს ისე, როგორც შუა ომში, ორ მეგობარს შორის, ერთი იბრძოდეს მშვიდობისთვის, ხოლო მეორე აწუწუნდეს, რომ მას სიმშვიდე მოენატრა და დაიღალა ამ ყოველდღიური რუტინით. იმისათვის, რომ ყოველდღიური რუტინა ერთ-ერთისთვის დამღლელი არ გახდეს, ორივეს თანაბრად უნდა ქონდეს გადანაწილებული ტვირთი და აღმართზე და დაღმართში, ხელჩაკიდებული უნდა იდგნენ ერთად, რომ ბალანსი არ დაირღვეს და ერთ-ერთი არ წაიქცეს.
ეს არის ოჯახური იდილიის მთავარი კანონი ", - წერს სიჭინავა.