თეგებით ძიება

"1 კვირაა ველოდები რეაქციას, ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა“ - ქეთა გაბუნია მარტა ბარამიძეზე

"Animal Project • პროექტი ცხოველებისთვის“ ერთ-ერთი ავტორი, ქეთა გაბუნია სოციალურ ქსელში მარტა ბარამიძეს, რომელმაც ტელევიზიით განაცხადა, რომ მასზე სისტემატიურად ძალადობნენ, საზოგადოების გულგრილობის გამო ბოდიშს უხდის.

"1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, რომელიც მართა ბარამიძემ გამოიარა. 1 კვირაა ველოდები რეაქციას, ვინ ამოიღებს ხმას, რას მოვიმოქმედებთ. ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია, რაც ახლა შეიძლება ხდებოდეს. 

ჩვენ ვამბობთ რომ კლუბების, ფესტივალების და მთლიანად ელექტრონული მუსიკის არსი ზრუნვა, გაზიარება და უსაფრთხოებაა. ამაზე დგას ეს კულტურა და ჩვენს შორის არიან თურმე ადამიანები, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და ამაზე ხმას არ ვიღებთ. 

მართა stay strong! ბოდიში რომ ყველა ერთხმად არ ვკივით შენს დასაცავად", - წერს ქეთა გაბუნია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა