თეგებით ძიება

"აზერბაიჯანელ ბიჭს გავუკეთე ოპერაცია და ნარკოზში მყოფი საქართველოს იძახდაო" - გიგა მაქარაშვილი უკრაინიდან სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში საასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში მებრძოლი სამი ქართველი მეომარი გამოჯანმრთელდა.

"ხერსონის საავადმყოფოში მედიკამენტები მივიტანე.

მთავარმა ექიმმა მადლობა გადამიხადა და 3 ყოჩაღი ქართველი ბოლომდე გამოვაჯანმრთელეთო მახარა.

გავიხარე, ჩავეხუტე...

კიდევ ერთი ამბავი გამახსენდაო - აზერბაიჯანელ ბიჭს გავუკეთე ოპერაცია და ნარკოზში მყოფი საქართველოს იძახდაო.

მარნეულიდან ყოფილა ჩვენი ძმა, აზერბაიჯანული სახელით და გვარით. გული კი საქართველოსთვის უძგერს როგორც ჩანს!

სადმე მასაც წავაწყდები და აუცილებლად გაგაცნობთ!

ახლა, როცა ქართული ოცნების გადამკიდე, ლამის არცერთი მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ ხელი არ ჩაიქნია ჩვენზე!

უნდა გადავრჩეთ!", - წერს მაქარაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა