თეგებით ძიება

ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს - მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას მრევლს შერიგებისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს, თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.

„ღმერთმა ჩვენც შეგვინდოს, ბევრ საქმეში ჩვენც ვცოდავთ ხოლმე, ერთმანეთთან ვცოდავთ, ერთმანეთთან შერიგება არ გვინდა. არის ნაწილი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა შერიგება, ეკლესიამ რამდენჯერ მოვუწოდეთ. იქნებ ამ მარხვაში, ორშაბათიდან ღმერთზე იფიქრონ და არ იფიქრონ გარე - გარე სირბილებზე, რადგან საქართველოში სიტუაციას ვერავინ არევს. სამწუხაროა, დალაგება არ გვინდოდეს, იმიტომ რომ, თუ ერთად ვიქნებით განვითარდებით და განვითარება ჩვენთან იქნება. რომელი ერია ჩვენზე დიდი კულტურის მატარებელი ერი? რატომ უნდა ვიყოთ ასე, ვიღაცების დასარიგებელი რა გვჭირს?

შენდობას ვითხოვ, ეს გულისტკივილი მაქვს, ჩემს ერს ცუდად, რომ ექცევიან სულ არ მაინტერესებს პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ვინმესთან თუ - არა. ჩემ ქვეყანაზე გადის და ჩემს სახელმწიფოს ურტყამენ მაგით და ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენგან არავითარი თანაგრძნობა არ ექნებათ, ვინც მასზე ფიქრობს შიგნით თუ გარეთ. ყველამ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, ჩვენ უცხოებთან და უცხოელებმა ჩვენთან, მაგრამ სანამ ჩვენ ერთმანეთთან არ ვისწავლით, კიდევ სწორი ცხოვრების წესი უნდა ვისწავლოთ. ადამიანი -ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თუ მაზიარებელი კაცია, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს. თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. იმიტომ, რომ წესი გინდ აუგონ მასეთს, ეს იქნება მსახიობობა და არ იქნება ის. ამიტომ ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ერთი სულიც დასაკარგავი არ არის, არამც საქართველოში არამედ მსოფლიოში არ არის”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა