თეგებით ძიება

„დღეს მშვენიერი დღეა, მაგრამ მე ვერ ვხედავ მას“ - წარწერა, რომელმაც ბიჭის და გარშემომყოფთა დღე შეცვალა (ემოციური ისტორია)

„ბრმა ბიჭი შენობის კიბეზე იჯდა, ფეხებთან ქუდი ედო. მან აბრა აიღო, რომელზეც ეწერა: „ბრმა ვარ, დამეხმარეთ, გთხოვთ!“. ქუდში მხოლოდ რამდენიმე მონეტა იდო.

გვერდით კაცი მიდიოდა. ჯიბიდან რამდენიმე მონეტა ამოიღო და ქუდში ჩააგდო. შემდეგ მან აიღო აბრა, მოაბრუნა და რამდენიმე სიტყვა დააწერა. კაცმა აბრა ისევ ადგილზე დადო, რათა ყველას, ვინც მივიდოდა, ახლადდაწერილი სიტყვები წაეკითხა.

ქუდი ნელ-ნელა ივსებოდა. უსინათლო ბიჭს გაცილებით მეტი ადამიანი ჩუქნიდა ფულს.

შუადღისას, ბიჭთან ის მამაკაცი მივიდა, რომელმაც აბრაზე წარწერა შეცვალა. უსინათლო ბიჭმა იცნო მისი ნაბიჯების ხმა და ჰკითხა: „შენ იყავი ის, ვინც დღეს დილით ჩემს აბრაზე წარწერა შეცვალა? რა დააწერე?

კაცმა თქვა: „მე მხოლოდ სიმართლე დავწერე - შენივე სიტყვები სხვაგვარად ასე გამოვხატე - „დღეს მშვენიერი დღეა, მაგრამ მე ვერ ვხედავ მას“. 

ორივე ფრაზა ხალხს ამცნობდა, რომ ბიჭი ბრმა იყო. მაგრამ პირველი უბრალოდ ბიჭის სიბრმავეს გამოხატავდა. მეორე წარწერამ ხალხი დააფიქრა - მათ გაუმართლათ, რომ ბრმა არ იყვნენ. გასაკვირია, რომ მეორე ფრაზა უფრო ეფექტური იყო?

მორალი:

იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს... იყავი კრეატიული, ინოვაციური. როცა ცხოვრება გაძლევს ას მიზეზს ტირილისთვის, აჩვენე მას, რომ შენ ათასი მიზეზი გაქვს ღიმილისთვის. დაუპირისპირდით თქვენს წარსულს სინანულის გარეშე.

გაუფრთხილდით თქვენს საჩუქარს - აწმყოს. უშიშრად მოემზადეთ მომავლისთვის. შეინარჩუნე რწმენა.

ყველაზე მშვენიერი მომენტია, როცა გაღიმებულ ადამიანს ხედავ... და კიდევ უფრო ლამაზია, როცა იცი, რომ შენ ხარ ამ ღიმილის მიზეზი!!! შეიძლება დღეს და სამუდამოდაც შეეხო ვინმეს გულს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=920245632577378&set=pb.100037758507036.-2207520000.&type=3


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა