"გელკას ტიტველაქალები დატანტალებენ ყველა მოსახვევში, სამოთხეში ვარ "ჩემიკაი"..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ რაღაცებს "გულავდა".
"რა მაგის პასუხია და როგორც ჩანს, უმეტესად ბავშვების ფოტოებს, მეგობარი არტისტების ნამუშევრებს, ხეებს და ყვავილებს, ცხოველებსაც ვგულავდი და ვალაიქებდი, ხოდა ალგორითმი დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ამგვარ და მხოლოდ ამგვარ პოსტებს მაჩვენებს.
გავიდე, გავხედო, რა ხდება ქვეყანაზეთქო, გავიფიქრებ, გადავიცვამ საგარეო ლაბადას, გავისეირნებ ჩემს ელექტრონულ გამზირზე და ჰოი საკვირველებავ, გაზაფხულია, ბავშვები კისკისებენ, პლანეტის მთელი ფაუნა მთელი პლანეტის ჯადოსნურ ფლორაში დაკუნტრუშებს, აბრამიშვილი ნამცხვრებს აცხობს, ლეოსიმო მღერის, ლექსებს კითხულობენ პოეტები.
ხოდა კიდევ გელკას ტიტველაქალები დატანტალებენ ყველა მოსახვევში.
სამოთხეში ვარ ჩემიკაი", - წერს ფანჯიკიძე.