სააკაშვილის საკითხი ხელს გვიშლის არა მარტო ქვეყნის შიგნით, საგარეო ფონზეც - სანდრო რაქვიაშვილი
„გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საგარეო ფონზეც ხელისშემშლელია.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ პოლიტიკოსები დასხდებიან და სააკაშვილთან დაკავშირებით რამე გამოსავალს მოძებნიან.
„შიგნით გვჭირდება პოლიტიკური შეთანხმება, რომ სააკაშვილი გავიყვანოთ სხვა ქვეყანაში და ამით დავასრულოთ ეს ბრძოლა. ნებისმიერმა ასეთმა აქტივობამ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი არ მიიყვანოს გათავისუფლებამდე, მაგრამ კარგი სტიმული იყოს, რომ პოლიტიკოსები დასხდნენ, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და რამე გამოსავალი იპოვონ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.