თეგებით ძიება
28. 02. 2023 მსოფლიო

ბოდიშს გიხდით - რის გამო თხოვა ხალხს თურქეთის პრეზიდენტმა პატიება?

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებული სამაშველო ოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა.

„მიწისძვრების დამანგრეველი შედეგების და უამინდობის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურით გამოწვეული სირთულეების გამო, პირველ დღეებში ვერ ვიმუშავეთ ისე, როგორც გვინდოდა. ამისთვის ბოდიშს ვიხდი“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა ადიამანის პროვინციაში სტუმრობის დროს.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა