თეგებით ძიება
28. 02. 2023 მსოფლიო

ოკუპანტებმა სვიატოგორსკი დაბომბეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ოფიციალური კიევი?

რუსულმა ძალებმა უკრაინის, დონეცკის ოლქის ქალაქი სვიატოგორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ერთი მაშველი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სვიატოგორსკს, თავდასხმა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ნაწილზე განხორციელდა - წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 მაშველი, დაშავდა კიდევ 4“, - აცხადებს პაველ კირილენკო.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა