ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გამყარდა.
28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.76 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.6196 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, სების ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.40 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7791 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 1-ელ მარტს ამოქმედდება.