თეგებით ძიება

"უთხარით ხალხს სიმართლე" - დედა სიდონია ილია მეორეს

დედა, სიდონია საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს და მოუწოდებს, უთხრას ხალხს სიმართლე, რა განსაცდელის წინაშე დგას სახელმწიფოს თავისუფლება, თუ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მიიღებენ.

"პატრიარქო! 17 წლისამ გაგიცანით, როცა მონასტერში მოვედი.

იმ წლებში, მოგეხსენებათ ეროვნული თვითშეგნება მაღალი იყო და, გარდა სარწმუნოებისა, სამშობლოს სიყვარულმა მაგრძნობინა თავი იმდენად ზრდასრულად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა!

თქვენ შემმოსეთ, თქვენ მიწოდეთ სიდონია 20 წლის ასაკში! 17 წლის ასაკში "გავწირე" თავი - თავის უარსაყოფად! წელს 50 ის ვხდები და სამშობლო, ისევ იგივე განსაცდელშია!

პატრიარქო! თუ თქვენი არჩევანი რუსეთი არაა, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენს ქვეყანას, განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები გაწიროთ ერის ნათელი მომავლისთვის და ხალხს უთხრათ სიმართლე, თუ რა განსაცდელის წინაშე დგას სახელმწიფოს თავისუფლება, თუ ამ "რუსულ კანონს" მიიღებენ.

მეუფენო, მღვდელნო, მონაზონნო! ყველას შეგეხებათ - ზეგ! არ ვართ ჩვენ ცალკე განყენებული ორგანიზმი. ნუ შეიკეტებით საკუთარ მცირე კეთილდღეობაში.

ჩვენი ვალია, ნუთუ არ კმარა ამბროსი ხელაიას ღირსეული მაგალითი?!

P.S. რუსეთი იმიტომ არა, რომ უთვალავჯერ გვიღალატა, შეურაცხგვყო! აბუჩად იგდებდა ჩვენს ღირსებას! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს დღემდე! თავად ვერ ვითარდება და გაიაზრეთ რა იზოლაცია გველის მასთან ერთად, გაიაზრეთ!" - წერს დედა სიდონია.

ცნობისთვის, მოძრაობა "ხალხის ძალამ" დააინიციირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა