თეგებით ძიება
28. 02. 2023 მსოფლიო

„არის ვინმე მზად ჩვენს ხალხს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს?” - რას წერს თინა კანდელაკი?

რუსეთში მომუშავე ქართველი წარმოშობის ჟურნალისტი, თინა კანდელაკი რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენას „ტელეგრამზე“ ეხმაურება და წერს.

“დღეს ჩვენს 5 რეგიონს დრონები დაესხნენ თავს. საბრძოლო დრონებმა ბელგოროდის რეგიონში საცხოვრებელი კორპუსები გაანადგურა.

უპილოტო საფრენი აპარატები ნახეს ტუაფსეშიც და ხანძარი გაჩნდა “როსნეფტის” ტერმინალში. საბრძოლო დრონები შენიშნეს ბრიანსკის ოლქსა და ადიღეაში.

მეხუთე რეგიონი კი მოსკოვის ოლქია, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი გაზის სადგურთან ჩამოვარდა.

დრონების თავდასხმის გეოგრაფია, როგორც ხედავთ, ფართომასშტაბიანია – სამხრეთ საზღვრებიდან ცენტრალურ ფედერალურ ოლქამდე.

ბევრი კითხვა მაქვს. ეს არის ახლა ჩვენი ახალი რეალობა? რამდენი რეგიონი მოყვება მომდევნო თავდასხმებში? აქვს თავდაცვის სამინისტროს ჩვენი ქალაქების დაცვის გეგმა? არის თუ არა ვინმე მზად ჩვენს ხალხს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს?” - წერს კანდელაკი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა