თეგებით ძიება

შევეცდები, ყველა პარტიის კონსენსუსური ფიგურა გავხდე და მხარდაჭერა მოვიპოვო - ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ომბუდსმენობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ შეეცდება ყველა პარტიის კონსენსუსური ფიგურა გახდეს და მხარდაჭერა მოიპოვოს. ამის შესახებ იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

„პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმების გარეშე პროცესი ჩიხში იქნება შეყვანილი და არის კიდეც. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი პარლამენტში ჩემს მიმართ პოლიტიკოსების განწყობები, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების, შევეცდები, რომ კონსენსუსური ფიგურა გავხდე ყველა პარტიის და რაღაცნაირად მხარდაჭერა მოვიპოვო. იმიტომ კი არა, რომ იდეაფიქსი მაქვს, რომ ომბუდსმენი გავხდე, თუმცა კი ძალიან საპატიო თანამდებობაა თავისთავად იმიტომ, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც არის გასაღები ჩვენთვის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა