ევროპაში მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი?
ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო. კერძოდ, ევროკავშირის გადაწყვეტილებით „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემა“ (ETIAS) ამოქმედება 2023 წლის ნაცვლად 2024 წელს ამოქმედდება.
უვიზო ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან მოგზაურებს, რომლებიც ევროპას 2024 წლიდან ეწვევიან, გამგზავრებამდე, მოგზაურობის ნებართვის მიღება დასჭირდებათ. განაცხადი მათ გამგზავრებამდე, ონლაინ უნდა შეავსონ.
ყველა მოგზაურს, ასაკის მიუხედავად, ETIAS-ის მიღება მოეთხოვება. ავტორიზაცია ძალაში 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვის თარიღამდე იქნება. ტურისტებს მოგზაურობის ავტორიზაციისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ 7 ევროს გადახდა მოუწევთ.
ETIAS-ის შემოღება ევროპაში მზარდი ტერორისტული საფრთხის საპასუხოდ ხდება, რომლის მიზანიც ყველა ვიზიტორის ჩასვლამდე, სასაზღვრო კონტროლისა და შემოწმებების გაძლიერებაა.
წყარო: interpressnews.ge