თეგებით ძიება
01. 03. 2023 ბიზნესი

უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი რეალურზე ორჯერ მეტია - ირაკლი როსტომაშვილი

 საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ასეთი რამ არ ყოფილა, რომ ქირამ თავისი ღირებულებით გადაასწრო იპოთეკის ყოველთვიურ მომსახურებას, - ამის შესახებ არქიტექტორმა, „არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.

„ფასების ზრდა და კლება დამოკიდებულია მიწოდება-მოთხოვნის ბალანსზე, ეს არის ბაზრის ერთადერთი განმსაზღვრელი პირობა. რუსეთში სავალდებულო სამხედრო გაწვევამ საქართველოში 100 ათასობით მიგრანტის გამოხიზვნა გამოიწვია, მათმა დიდმა ნაწილმა კი გადაწყვიტა ეყიდა აქ უძრავი ქონება. თუმცა, როდესაც ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელობა აქვს არა მარტო ყიდვაზე მოთხოვნის ზრდას. ჩემი კომპანიის მაგალითიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მყიდველები იმდენად არ არიან, უფრო ქირაობის ინტერესია გაზრდილი რუსების მხრიდან.

საქართველოს მოქალაქეები კი ცდილობენ შეიძინონ ბინები, რადგან „გააბიზნესეს“ ეს საქმე. ბინის ღირებულებას თუ ავიღებთ ყოველთვის საპროგნოზო მაჩვენებელი - გასაყიდი და გასაქირავებელი ფასი რაღაცნაირად ბალანსდებოდა. დღეს გასაქირავებელი ფასი არის რეალურზე ალბათ ორჯერ მეტი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ბოლოში ერთ ოთახიანი ბინა თუ ქირავდებოდა 300 დოლარად, ახლა ფასი 800 -900 დოლარი გახდა.

ადამიანებს ურჩევნიათ იპოთეკით შეიძინონ ბინა, გააქირაონ და ამ შემოსავლით დაფარონ სესხის მომსახურება. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ასეთი რამ არ ყოფილა, რომ ქირამ თავისი ღირებულებით გადაასწრო იპოთეკის ყოველთვიურ მომსახურებას და ეს არის ძალიან ცუდი, რადგან როცა მიგრანტები უკან დაბრუნდებიან, ფასებიც დაეცემა და ეს შეწყდება,“-აღნიშნა როსტომაშვილმა.

წყარო: bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა