ოკაცეს კანიონი „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტულის მფლობელი გახდა
ოკაცეს კანიონი „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტულის მფლობელი გახდა.
წელს, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებულ ყოველწლიურ კონკურსში Welcome to Georgia 7 დაცული ტერიტორია იყო ჩართული. გამარჯვებული საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა.
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარეობს და ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს. საქართველოში პირველი კლდეზე კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონს მიუყვება. ბილიკი ვიწროა და წრიული მოგზაურობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შესაძლებელი. 780 მეტრი სიგრძის კიდული ბილიკი 152 მეტრის სიმაღლეზეა, ბილიკის გვირგვინს კი, პანორამული გადასახედი წარმოადგენს.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება - Welcome to Georgia ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში.