ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე - კელი დეგნანი
ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც უსაფრთხო, წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით", - განაცხადა ელჩმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.